BUSINESS WIRE აგრარული უნივერსიტეტის პროფესორზე სტატიას აქვეყნებს

20 თებერვალი 2015

BUSINESS WIRE სტატიაში წერს:

„კომპანია Royal DSM-მა (ჰოლანდია), რომელიც არის მსოფლიო ლიდერი ბიოსამედიცინო მასალების წარმოებაში და ამერიკულმა Svelte® Medical Systems, Inc, რომელიც ამუშავებს ენდოვასუკარული მკურნალობის ინოვაციურ მეთოდებს, განაცხადეს, რომ მათ დადეს ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც Svelte-ს ენიჭება უფლება გამოიყენოს DSM-ის კუთვნილი, ამინომჟავების საფუძველზე მიღებული, ბიოდეგრადირებადი (ბიოეროდირებადი), თერაპიული დანიშნულების (წამლის მატარებელი - drug carrier) პოლიესტერამიდი არათრომბოგენული და არაანთებითი, წამლის გამომყოფი ვასკულარული სტენტის დასამზადებლად.

DSM-ის ინოვაციური, ბიოშეთავსებადი წამლის მატარებელი სრულიად ცვლის ბიოაქტიური საწყისების ორგანიზმისთვის მიწოდების ხერხს, ფერმენტით კატალიზირებული ბიოეროზიის შედეგად მათი ლოკალური გამოთავისუფლების ხარჯზე. Svelte და DSM მუშაობენ ერთობლივ პროექტზე 2010 წლის ნოემბრიდან და ამ თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული კვლევის შედეგები კიდევ უფრო განამტკიცებს DSM-ის პოლიესტერული ბიომასალის ინოვაციურ ბუნებას.

აღნიშნული პოლიესტერამიდი სინთეზირებულია ქართველ ქიმიკოსთა მიერ პროფ. რამაზ ქაცარავას ხელმძღვანელობით, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტს. მასალა შესწავლილია და დახასიათებულია კორნელის უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომლებთან ერთად. ექსპერიმენტები ცხოველებზე ჩატარებულია კორნელის უნივერსიტეტის და ამერიკულ ბიოტექნოლოგიური კომპანია MediVas-ის თანამშრომლებთან ერთად . პოლიმერის ბიოშეთავსებადობა შესწავლილია MediVas-ის თანამშრომლების მიერ.

პოლიმერის სინთეზი გამოქვეყნებულია და დაპატენტებულია ამერიკელ კოლეგებთან ერთად. პატენტები მიეყიდა მცირე ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანიას MediVas, LLC, რომელმაც განახორციელა მრავალმილიონიანი კვლევები პოლიმერის როგორც ბიოსამედიცინო დანიშნულების მასალის ღრმად შესასწავლად. შემდგომში MediVas-მა ტექნოლოგია მთლიანად მიჰყიდა ჰოლანდიურ DSM-ს."

მსგავსი სიახლეები