Caucasus online-ს გაყიდვების მენეჯერი კამპუსში
02 დეკემბერი 2015
პროექტის ფარგლებში "გაყიდვების მენეჯერი სტუმრად კამპუსში", კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვია კომპანია Caucasus online-ს საცალო გაყიდვების მენეჯერი - გიორგი ბედოშვილი.
სტუმარმა ისაუბრა წარმატებული გაყიდვების მეთოდებსა და ეფექტურ კომუნიკაციაზე. გაგვიზიარა საკუთარი 9-წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში და პრაქტიკული საინტერესო რჩევები.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტები: თამთა სივსივაძე, გიორგი ხარბედია, თენგო ყაზიშვილი, ნინო დაფქვიაშვილი, მარიამ ხავთასი და თიკო წაქაძე.
პროექტს "გაყიდვების მენეჯერი სტუმრად კამპუსში" ხელმძღვანელობს საქართველოს აგრარული უნნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა.