CELA-ს სამოყვარულო კურსები კულინარიის აკადემიაში
22 ივლისი 2015
Central Eurasia Leadership Alliance-ის წევრებმა კულინარიის აკადემიაში გაიარეს მოყვარულ კულინართა კურსი.
CELA-ს წევრებს სამოყვარულო კურსი კულინარიის აკადემიის კურსდამთავრებულებმა მიშა დათებაშვილმა და ერეკლე ღონღაძემ ჩაუტარეს.
სამოყვარულო კურსი 3 საათი გრძელდებოდა და მოყვარულმა კულინარებმა აზიური კერძების მომზადება შეისწავლეს. CELA-ს წევრებმა პროფესიონალი მზარეულების დახმარებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სამზარეულოში, თავადვე მოამზადეს შემდეგი სახის კერძები: red curry, kung pao, rice with chicken.