ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების სისტემა უკვე ვეტერინარიუმში
28 ოქტომბერი 2025
ციურიხის უცემენტო მენჯ-ბარძაყის სახსრის ჩანაცვლების სისტემა უკვე ვეტერინარიუმში.
KYON-ის ქირურგიულ ინსტრუმენტებთან ერთად საქართველოში უკვე ჩამოვიდა ციურიხის მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლების უცემენტო იმპლანტების სისტემა (Zurich Cementless Total Hip Replacement), რომელიც გამოიყენება ცხოველებში მაღალი ხარისხის პროთეზირებისათვის.
არსებულ იმპლანტებს შორის სწორედ ამ სისტემამ მოიპოვა ფართო კლინიკური გამოყენება ინოვაციური დიზაინის, ბიოშეთავსებადი მასალების და ძვლის ქსოვილთან გრძელვადიანი ჩაზრდის უნარის გამო.
იმის გამო, რომ ბარძაყის თავის პროთეზი კერამიკულია (მეტალის ნაცვლად), ხოლო ფოსოში პოლიეთილენის ნაცვლად გამოყენებულია პოლიეთერეთერკეტონი (PEEK) და კარბონის რკალი, ასევე ტაბუხის ფოსოს ასფერული გეომეტრიის წყალობით, პროთეზის ცვეთა დაყვანილია მინიმუმამდე და პრაქტიკულად რევიზიის საჭიროება არ არსებობს. სისტემას ახასიათებს მაღალი გამძლეობა ცვეთის მიმართ (resistance to wear).
ფოტოზე არის პაციენტი ბელი, რომელსაც იტალიაში მსოფლიოს წამყვანმა ორთოპედმა ქირურგმა ალდო ვეცონიმ ორივე კიდურზე გაუკეთა მენჯ-ბარძაყის სახსრის სრული ჩანაცვლება KYON-ის უცემენტო იმპლანტებით და ის თავს შესანიშნავად გრძნობს. ბელი პირველი ძაღლია საქართველოდან, რომელსაც ჩაუტარდა ეს ოპერაცია. მალე ეს შესაძლებელი იქნება საქართველოშიც.
Veterinarium-ის ქირურგიის განყოფილების უფროსმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ უკვე წარმატებით გაიარა KYON-ის საგანმანათლებლო პროგრამის ორი საფეხური. მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ სისტემა სრულად დაინერგება ჩვენს კლინიკაში.
მისი დანერგვის შემდეგ, Veterinarium იქნება ერთადერთი ვეტერინარული კლინიკა საქართველოში და მთელ სამხრეთ კავკასიაში, სადაც შესაძლებელი იქნება Zurich Cementless Total Hip Replacement ოპერაციის ჩატარება.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026