Club Fest

06 ნოემბერი 2013

7 ნოემბერს, 15:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის კულტურის ცენტრში (თეატრის სცენაზე) გაიმართება Club Fest. რომელშიც მონაწილეობას თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტური კლუბები მიიღებენ. კლუბის წარმომადგენლები ჩაატარებენ ხუთწუთიან პრეზენტაციებს საკუთარი კლუბების უკვე ჩატარებული ღონისძიებების შესახებ და ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე.

პრეზენტაციების შემდეგ ჰოლში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ იმ კლუბებს, რომლის თემატიკითაც არიან დაინტერესებულები, გაწევრიანდნენ ამ კლუბებში, ან დაარეგისტრირონ ახალი კლუბები.

Club Fest-ში მონაწილეობას სულ 17 კლუბი იღებს.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის ნახეთ ფბ ივენთი

მსგავსი სიახლეები