ცოდნის ფონდის მისია და საქმიანობა
30 ოქტომბერი 2025
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დამფუძნებელია ცოდნის ფონდი. ცოდნის ფონდი არამომგებიანი, არასამეწარმეო იურიდიული პირია, რომელიც კახა ბენდუქიძემ 2007 წელს დააარსა და რომელსაც სამართლებრივად საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ცოდნის ფონდი გამორჩეულია იმით, რომ ემსახურება საჯარო ინტერესს და ახორციელებს საზოგადოებრივ საქმიანობას - უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას ქველოქმედების გზით.
2007-2014 წლებში ცოდნის ფონდის მიერ 50 მილიონი აშშ დოლარის საქველმოქმედო ინვესტიცია ჩაიდო უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში. კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ, მისმა გუნდმა ფონდის მეშვეობით დამატებით 40 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
ამგვარად, 2025 წლისთვის კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია 90 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოს მასშტაბით განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კერძო საქველმოქმედო ინვესტიციაა.
გარდა ამისა, 2019 წლიდან ცოდნის ფონდი სრულად აფინანსებს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ყველა სტუდენტს.
ცოდნის ფონდი აქტიურად და სრულფასოვნად აგრძელებს დამფუძნებლის მიერ განსაზღვრულ მისიასა და საქმიანობას.
#AgrUni #FreeUni #BendukidzeCampus
მსგავსი სიახლეები
12 თებერვალი 2026
კამპუსის ინტელექტუალური ჩემპიონატის რიგით მე-6 სეზონი
10 თებერვალი 2026
2025-2026 აკადემიური წლის მეხუთე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
09 თებერვალი 2026
ღორის ხორცის ლექცია კულინარიის აკადემიაში
03 თებერვალი 2026
ბურგერის ლექცია კულინარიის აკადემიაში
02 თებერვალი 2026