ცოტნე სამადაშვილის სახელმძღვანელო სწლის საუკეთესო ნაშრომად აღიარეს

15 მარტი 2017

აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის, ცოტნე სამადაშვილის სახელმძღვანელომ მოიპოვა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2016 წლის საუკეთესო ნაშრომის სტატუსი.
 
სახელმძღვანელო პირველი სრულყოფილი ნაშრომია, რომელშიც განხილულია კულტურულ მცენარეთა მეთესლეობის და თესლმცოდნეობის ზოგადი საკითხები. ყურადღება გამახვილებულია მეთესლეობის თანამედროვე სისტემების დანერგვის აუცილებლობაზე, სხვადასხვა კულტურათა მეთესლეობის თავისებურებებზე, მინდვრად აპრობაციასა და თესლის ხარისხის კონტროლზე, მეთესლეობაში გამოყენებული აგროტექნიკური ღონისძიებების თანამედროვე ტექნოლოგიები და ხარისხიანი თესლის გამოსავლიანობის გაზრდის საშუალებები.
 
სახელმძღვანელო განკუთვნილია აგრარული მიმართულების უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებისათვის და ფერმერებისათვის, რომლებიც დაინტერესებული არიან კონდიციური თესლის წარმოებით.
 
სახელმძღვანელოს წარმატებით იყენებს საქართველოში აკრედიტირებული ყველა აგრარული მიმართულების უნივერსიტეტები და შეტანილია ძირითად სახელმძღვანელოთა სიაში.

მსგავსი სიახლეები