CPPA თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში
31 ოქტომბერი 2016
პროექტის Making an Impact in Policy Analysis in Georgia: Improving Research, Education, and Engagement (MIPAG) ფარგლებში, შემუშავდა პროფესიული პროგრამა Certified Public Policy Analist. პროგრამა მიმდინარეობს თბილისის თავისუფალ, საქართველოს აგრარულ და ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე - საქართველოში ამერიკის საელჩოს დაფინანსებით.
პროგრამის CPPA-ის მიზანია სტუდენტმა საფუძვლიან თეორიულ ცოდნასთან ერთად საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და კვლევისათვის საჭირო პრაქტიკული უნარები შეიძინოს.
CPPA-ის მესამე ნაკადის კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს მათ მიერვე შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები და შედეგად, გამოვლინდნენ საუკეთესო დოკუმენტების ავტორები:
პირველი ადგილი - თამთა გელაშვილი, პოლიტიკის დოკუმენტის სათაური: From Direct Financing to Secularization: Rethinking State Policy towards Religious Institutions in Georgia. თამთა დაჯილდოვდა 1,000 აშშ დოლარით და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 2,000 აშშ დოლარი მიიღო.
მეორე ადგილი - .მარიამ ტაბატაძე, პოლიტიკის დოკუმენტის სათაური: Integration of Persons with Disabilities into the Design and Delivery of Public Services. მარიამი დაჯილდოვდა 700 აშშ დოლარით და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 1,300 აშშ დოლარი მიიღო.
მესამე ადგილი - ნინო ღვინაძე, პოლიტიკის დოკუმენტის სათაური: Missing Administrative Data in Georgia: Revisiting Georgia’s Administrative Data Collection System. ნინო დაჯილდოვდა 400 აშშ დოლარით და საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად 600 აშშ დოლარი მიიღო.
CPPA-ის მესამე ნაკადის საუკეთესო პოლიტიკის დოკუმენტების ავტორების დაჯილდოვებასთან ერთად თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა მიიღეს სტუდენტების ახალი ნაკადი. ჯონ იშიამამ, ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა საპატიო მკვლევარმა და პროფესორმა ლექცია წაუკითხა ახალი ნაკადის სტუდენტებს.