ჩვენი სტუდენტები იტალიაში

02 ივლისი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის სტუდენტები ირაკლი ლომიძე, შალავა კაპანაძე და ლადო ლაბაძე და აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის სტუდენტი ნინი ოყროშიძე იტალიაში, ფრასკატის ნაციონალურ ლაბორატორიაში გაემგზავრნენ.
 
სტუდენტები ორი თვის განმავლობაში კვლევებში მიიღებენ მონაწილეობას. ფრასკატის ნაციონალური ლაბორატორია ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის ოთხეულიდან ერთერთია.
 
სტუდენტებს გამგზავრებამდე მოსამზადებელი კურსები ჩაუტარტდათ, ლექციები კი პიზის უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრანკო ჩერველმა ჩაუტარა. ადგილზე მათ ყოველდღიურად მოუწევთ მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებთან ერთად მუშაობა.
 
ჯგუფის ვიზიტი ტექნოლოგიური ინსტიტუტის ორგანიზებით დაიგეგმა.

მსგავსი სიახლეები