ჩვენი სტუდენტების პირველი ადგილი Jacobs Startup Competition-ზე
15 მარტი 2016
ქართულმა გუნდმა ბრემენის საერთაშორისო სტუდენტური სტარტაფი Jacobs Startup Competition მოიგო!
ბრემენის ყოველწლიურ საერთაშორისო სტუდენტურ სტარტაპების კონკურსზე დარეგისტრირებული 127 პროექტიდან ქართული გუნდი - InGlove ჯერ ტოპ 10-ულში მოხვდა, რის შემდეგაც სტუდენტები გერმანიაში გაემგზავრნენ, საფინალო პრეზენტაციის საჩვენებლად.
სტარტაფში ტრადიციულად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები მონაწილეობენ - როგორებიცაა: MIT, Stanford, Yale და სხვა.
ქართულმა გუნდმა საბოლოო პრეზენტაცია პროექტით - "ინტერაქტიული ხელთათმანი" წარმოადგინა.
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი სწორედ მათ დაიკავეს და აჯობეს ყველა დანარჩენ დარეგისტრირებულ პროექტს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
გამარჯვებული სტუდენტები არიან:
დიმიტრი ცხოვრებაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი;
გიორგი გაბარაშვილი - აგრარული უნივერსიტეტი;
გიორგი მეშველიანი - თსუ.
გუნდის შესახებ მომზადებული სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.