DAAD-ის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
27 სექტემბერი 2017
კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა ორგანიზაცია - DAAD(გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური)-ის საინფორმაციო შეხვედრა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის.
საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, გებჰარდ როილი შეხვდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიეტეტბის რექტორს, ვახტანგ ლეჟავას, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
DAAD-ის წარმომადგენელმა კი გამართა პრეზენტაცია სტუდენტებთან, სადაც ისაუბრა ორგანიზაციის მისიის, სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ და უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს.