დალმატინელი ნენსი პარვოვირუსული ენტერიტის დიაგნოზით
09 ივნისი 2025
კლინიკა ვეტერინარიუმში მოიყვანეს დალმატინელი ნენსი ზოგადი კლინიკური გასინჯვისა და ნაწლავური პარაზიტების საწინააღმდეგო დამუშავების მიზნით. კლინიკის ფართო პროფილის თერაპევტმა, სალომე ცაბაძემ, პაციენტს შეამჩნია კანზე ექტოპარაზიტები (ტკიპები). კლინიკაში მოყვანიდან მალევე ნენსის დაეწყო დიარეა.
სიმპტომების გათვალისწინებით და ინფექციურ დაავადებათა გამოსარიცხად, თერაპევტმა ნენსის დაუნიშნა კომპლექსური დიაგნოსტიკური გამოკვლევები:
- მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია
- სისხლის საერთო ანალიზი (CBC)
- სისხლის ბიოქიმიური პროფილი (მათ შორის ღვიძლის ფერმენტების შეფასება)
- ელექტროლიტების დონის განსაზღვრა
- ტესტი ოთხ ინფექციურ დაავადებაზე: ერლიხიოზი, ანაპლაზმოზი, ლაიმის დაავადება, დიროფილარიოზი
- ტესტი 3 დაავადებაზე: გიარდიოზი, პარვოვირუსი და კორონავირუსი
დიაგნოსტიკური კვლევების საფუძველზე ნენსის დაუსვეს დიაგნოზი - პარვოვირუსული ენტერიტი (Canine Parvoviral Enteritis), ასევე გამოვლინდა ღვიძლის ფერმენტების მატება.
დიაგნოზის შესაბამისად, თერაპევტმა შეიმუშავა ინტეგრირებული სამკურნალო გეგმა, რომელიც მოიცავდა:
- სპეციფიკურ სიმპტომურ და დამხმარე თერაპიას პარვოვირუსული ინფექციის საწინააღმდეგოდ
- ინფუზიოთერაპიას
- ჰეპატოპროტექტორული თერაპიას ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის
- ანტიოქსიდაციურ და იმუნომოდულაციურ მკურნალობას
მკურნალობის სრული კურსი დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდა, მათ შორის ნენსი 5 დღის განმავლობაში ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა კლინიკაში.
დღეს კი, უკვე სრულად გამოჯანმრთელებული ნენსი თავის საყვარელ პატრონებთან ერთად კლინიკაში დაბრუნდა და ვარდისფერი ყვავილები მოგვიტანა.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026