დამბალხაჭოს მიკრობიომის შესწავლა და მისი წარმოება
09 დეკემბერი 2016
მორიგი გრანტი - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა აგრარული უნივერსიტეტის პროექტმა "დამბალხაჭოს მიკრობიომის შესწავლა და მისი წარმოება".
პროექტის ხელმძღვანელი - ბიოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძე.
პროექტის ბიუჯეტი - 240 140 ლარი.
დამბალხაჭო წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ, ერთ-ერთ უნიკალურ, დაპატენტებულ სავაჭრო ნიშანს. პროდუქტი ოდითგანვე იწარმოებოდა საქართველოს მაღალმთიან ზონაში. მისი მაფარმენტირებელი უნიკალური მიკროფლორა და წარმოების ტექნოლოგია შენარჩუნებულია მხოლოდ იზოლირებულ მიკროზონებში არსებულ ოჯახურ მეურნებობებში. პროექტის ფარგლებში იგეგმება დამბალხაჭოს მაფერმენტირებელი მიკროორგანიზმების წარმოება, რაც საშუალებას მოგცემს შევინარჩუნოთ ამ უნიკალური პროდუქტის სპეციფიური მიკროორგანიზმები და ამასთან ერთად მწარმოებლებს შევთავაზოთ სტადარტიზებული მიკროფლორა. პროექტი ორიენტირებულია დამბალხაჭოს საწარმოო ტექნოლოგიის შესწავალსა და შემუშავებაზე. შეიქმნება პილოტური საწარმოო ხაზი სადაც შეისწავლება და დაიხვეწება პროდუქტის საწარმოო მახასიათებლები.