დასაქმების ფორუმი კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში

25 ნოემბერი 2014

26 ნოემბერს, 12:00 საათიდან კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ბიბლიოთეკაში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის გაიმართება დასაქმების ფორუმი, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართულ ბაზარზე მოქმედი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილი კომპანიები.

ორგანიზაციების წარმომადგენლები სტუდენტებს მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გაესაუბრებიან.

სტუდენტებს ეძლევათ რეალური შანსი გაიცნონ დამსაქმებელი პირადად, დაუსვან მათ კითხვები და მიაწოდონ ინფორმაცია საკუთარი კანდიდატურის შესახებ.

26 ნოემბრის ფორუმზე 65 კომპანია იქნება წარმოდგენილი.

კამპუსის წინა დასაქმების ფორუმი მარტში გაიმართა და მასში მონაწილეობას 45 კომპანია იღებდა.

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი დასაქმების ფორუმს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის სამომავლოდაც უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები