დავით აფხაზავას საჯარო ლექცია

18 აპრილი 2015

17 აპრილს აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის თანამშრომელმა, დავით აფხაზავამ, წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: რეალობის აღქმის პრობლემები სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში.

ლექციის დროს, საუბარი იყო გიორგი გურჯიევზე, რეალობის შეცნობის მისეულ გზებზე და მოყვანილი იყო საინტერესო მომენტები მისი ბიოგრაფიიდან.

მომხსნებელმა ისაუბრა მეცნიერების სისტემაზე და ცალკეული მეცნიერის შრომების შეფასების სისტემებზე, ამერიკის ფინანსურ კრიზისზე და მის გავლენაზე მენიერების განვითარებაზე, კრიზისის მიზეზებზე და სხვადასხვა ნაკლოვანებებზე, რომლებიც ახასიათებს მეცნიერებს როგორც პიროვნებებს და მეცნიერებას (სიცოცხლის შემსწავლელებს, როგორიცაა ბიოლოგია და მისი მონათესავე დარგები), როგორც დარგს. განხილული იყო რეალობის აღქმის პრობლემა ფსიქოლოგიური კუთხით, დაწყებული დაავადებებიდან დასრულებული ოსტატებით.

მსგავსი სიახლეები