დავით დვალის საჯარო ლექცია კამპუსის ტერასაზე

11 ივნისი 2015

ვიზუალური და ფოტო ასტრონომია. რა გვჭირდება დაკვირვებასა და ასტროფოტოგრაფიისთვის. დავინახავთ თუ არა ობიექტებს ისე როგორც ეს ფოტოზე ჩანს? ასტრონომია, როგორც დროის მანქანა.

პარასკევს, 12 ივნისს 20:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ტერასაზე (ღია ცის ქვეშ) ასტროფიზიკოსი დავით დვალი წაიკითხავს საჯარო ლექციას "ასტროფოტოგრაფია 1.0".

ლექციის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა გაიხედოს ტელესკოპში და დაათვალიეროს ჩვენი მზის სისტემის რამდენიმე პლანეტა (ვენერა, იუპიტერი და სატური).

დასწრება თავისუფალია.

შეხვედრაზე დასწრების მსურველები მობრძანდით კამპუსის ფოიეში ლექციის დაწყებამდე 30 წუთით ადრე (19:30 საათზე).

მსგავსი სიახლეები