დავით ფრანგიშვილის საჯარო ლექცია

11 თებერვალი 2014

26 თებერვალს, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა დავით ფრანგიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე: ,,ვირუსები სიცოცხლის გარიჟრაჟიდან".

ამავე დღეს, დავით ფრანგიშვილს მიენიჭა გამორჩეული პროფესორის წოდება. 2013 წლიდან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები გამორჩეული პროფესორის წოდებას ანიჭებენ მეცნიერებს, რომლებსაც უნივერსიტეტების განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.


დამატებითი ინფორმაცია:


დავით ფრანგიშვილი 1999 – 2004 წლებში იყო რეგენსბურგის უნივერსიტეტის Archaea-ს ცენტრის (გერმანია) მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის კვლევების დირექტორი. 2004 წლიდან ის პარიზის Institut Pasteur-ის ლაბორატორიის დირექტორი. დავით ფრანგიშვილს ეკუთვნის 140 აკადემიური სტატია, 103 სამეცნიერო ნამუშევარი, 36 წიგნის თავი და მიმოხილვა, 1 წიგნი და 2 პატენტი.

მსგავსი სიახლეები