დავით გოგიჩაიშვილი კამპუსში

16 დეკემბერი 2015

16 დეკემბერს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს სტუმრად "ღამის შოუს სტუდიის“ გენერალური დირექტორი დავით გოგიჩაიშვილი ეწვია და ჩაატარა საჯარო ლექცია - მენეჯერების წილი რისკი.

დათომ საკუთარი შეხედულებები გაუზიარა და პრაქტიკული რჩევებიც მისცა აუდიტორიას - როგორი თვისებები არ უნდა ჰქონდეს მენეჯერს, რატომ უჭირთ გარისკვა და როგორ ვითარდება გაყიდვები სამაუწყებლო მედიაში.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია,

ლექცია გაიმართა პროექტის "გაყიდვების მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები - თეკლა ზვიადაძე, თემო ღლონტი, ლიკა ჩოგოვაძე და ეკატო მაყაშვილი.

მსგავსი სიახლეები