დავით კეკენაძე სამეცნიერო კონფერენციაზე გაემგზავრება

10 თებერვალი 2019

1-5 ივლისს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაიმართება მსოფლიოს სამეცნიერო ჟურნალისტების კონფერენცია, რომელშიც აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტი, დავით კეკენაძეც მიიღებს მონაწილეობას. დავითი მოვხვდა მსოფლიოს მასშტაბით იმ 100 შერჩეულ კანდიდატში, რომელსაც კონფერენციაზე სტუმრობა სრულად დაუფინანსეს.
 
კონფერენციის სპიკერებს შორის არიან ისეთი ცნობილი ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და გამოცემების წარმომადგენლები, როგორიც არის New York Times, The Economist, Nature, MIT, National Geographic Society, CERN, UNESCO და სხვები.
 
კონფერენციის ფარგლებში დავით კეკენაძე დაესწრება ვორქშოფებს, ეწვევა CERN-ს, ნახავს დიდ ადრონულ კოლაიდერს და გაიცნობს სამეცნიერო ჟურნალისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.
 
დავითი ასევე სამეცნიერო სტატიებს წერს On.ge-სთვის.
 

მსგავსი სიახლეები