დავით ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია

24 აპრილი 2014

აგრარულ უნივერსიტეტში გრძელდება გელა თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი "ერთადერთი დედამიწა". პროექტი ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, გელა თევზაძის ხსოვნას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების განვითარებასა და წარმატებაში.

პროექტის ფარგლებში 23 აპრილს ჩატარდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, დავით ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია - უძველესი Homo ევროპაში.

დამსწრე საზოგადოებაში ლექციამ დიდი ინტერესია გამოიწვია. გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხი.

მსგავსი სიახლეები