დეა გოგიშვილი სწავლას ბრიტანეთის შემდეგ, ჰოლანდიასა და შვედეთში გააგრძელებს
24 იანვარი 2020
აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების კურსდამთავრებული დეა გოგიშვილი მაგისტრატურაზე სწავლას აგრძელებს Biomedicine - Uppsala University-ში. მისი სამაგისტრო პროგრამა International Master in Innovative Medicine მოიცავდა ერთწლიან სწავლებას ჯერ ჰოლანდიაში, Pharmaceutical Drug Innovation - University of Groningen-ში და შემდგომ შვედეთში. დეამ სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ორი კვლევა უნდა განახორციელოს. პირველი კვლევა, რომლის თემაც არის “Computational Methods for the Designing Novel Aromatase Inhibitors in Cancer” მან კემბრიჯის უნივერსიტეტში გააკეთა.
ამჟამად მეორე კვლევას კომპანია AstraZeneca-სთან თანამშრომლობით კომპიუტერული ქიმიის, კერძოდ machine learning-ის ჯგუფში ახორციელებს. კვლევა შეეხება nonadditivity analysis-ს. მის ნაშრომს შემდეგ უფსალას უნივერსიტეტი შეაფასებს.
მაგისტრატურის დასრულების შემდგომ დეა დოქტორანტურაზე აპირებს სწავლის გაგრძელებას და medicinal chemistry-ს ნაწილში სამუშაო პრაქტიკის გავლას გეგმავს.
მსგავსი სიახლეები
31 ოქტომბერი 2025
თათული ბაცაცაშვილი სწავლას აგრძელებს ორწლიან, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე MemBioMed
28 ოქტომბერი 2025
აგროსფეროს ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
23 ოქტომბერი 2025
ნუტრიმაქსის ერთწლიანი სასწავლო სტიპენდია
26 სექტემბერი 2025
ნინო ქაჩლიშვილი კვლევითი პროგრამით იმყოფებოდა შვედეთში, Karolinska Institute-ში
24 სექტემბერი 2025