დიოს მარკეტინგის მენეჯერი კამპუსში

30 მაისი 2016

30 მაისს პროექტის ფარგლებში "მარკეტინგის მენეჯერი კამპუსში" კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს, ეწვივნენ კომპანია „დიო“-ს  მარკეტინგის მენეჯერი ქეთი ბეროშივილი და ამავე კომპანიის სოციალური მედიის მენეჯერი ლანკა ჩეჩელაშვილი.

სტუმრებმა კომპანიის შექმნაზე, ისტორიასა და ბაზარზე დამკვიდრების პერიოდზე ისაუბრეს. ამასთან მიმოუხილეს კომპანიის განვითარების ახალი სტრატეგია.

შეხვედრის მიწურულს სტუმრებმა უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენები: მარიამ წიკლაური, სანდრო კალანდაძე, ანა ჩინჩალაძე, ალექსანდრე თავართქილაძე და გიორგი წინამძღვრიშვილი.

პროექტის ხელმძღვანელია აგრარული უნივერისტეტის ლექტორი: მარიამ ლეჟავა

მსგავსი სიახლეები