დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია

15 დეკემბერი 2014

13 დეკემბერს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ხელოვნების განახლებულ ცენტრში აგრარული უნივერსიტეტის 2014 წლის კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ცერემონია უნივერსიტეტის რექტორმა, ლაშა გოცირიძემ გახსნა და სტუდენტებს უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრება მიულოცა.

კურსადმთავრებულებს ასევე სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა ბიზნესმენმა და სოფლის მეურნეობის ყოფილმა მინისტრმა მიხო სვიმონიშვილმა.

წელს აგრარული უნივერსიტეტი 317-მა სტუდენტმა დაამთავრა.

სამი საბაკალავრო ფაკულტეტის შედეგად:

ინჟინერის დიპლომი 9 სტუდენტმა, აგრარული მიმართულების 69-მ, ხოლო ბიზნესის ადმინისტრირების (რომელშიც რამდენიმე მილევადი სპეციალობაც შედის) 220-მა მიიღო.

მაგისტრატურა: ინჟინერია - 2, აგრარული მიმართულება - 9, ბიზნესის ადმინისტრირება - 8.

მილევადი სპეციალობების საპირწონედ უნივერსიტეტის აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს დაემატა რამდენიმე მნიშვნელოვანი სპეციალობა.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა წარმატებს უსურვებს კურსდამთავრებულებს.

2014 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, რეიტინგში აგრარული უნივერსიტეტი მეხუთე ადგილს იკავებს.

2011 წლამდე, სასწავლებლის ცოდნის ფონდში გადასვლამდე, უნივერსიტეტი ამავე რეიტინგში ოცდაათეულს მიღმა იყო.

მსგავსი სიახლეები