დისკუსია - კახა ბენდუქიძის რეფორმები
23 აპრილი 2015
22 აპრილს კახა ბენდუქიძის კვირეულის ფარგლებშიგაიმართა დისკუსია კახა ბენდუქიძის რეფორმების შესახებ.
სპიკერებმა - გიგა ბოკერიამ, ვატო ლეჟავამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა - ისაუბრეს მთავრობაში კახა ბენდუქიძის მოღვაწეობის დროს განხორციელებულ რეფორმებსა და მის შედეგებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კახა ბენდუქიძის ყოფილი თანამშრომლები, მეგობრები და ოჯახის წევრები.
დისკუსიის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხს დაეთმო.