დისკუსია მიუსაფარ ბავშვებზე
22 ნოემბერი 2013
21 ნოემბერს სტუდენტური ,,დისკუსიის კლუბის'' ფარგლებში კამპუსს UNICEF-ის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთი მელიქაძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი და ფონდ ,,კარიტასის" წარმომადგენლები ეწვივნენ. ისინი სტუდენტებს ესაუბრნენ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებისათვის დახმარების გასაწევად შექმნილი პროგრამის შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიში მიმდინარეობდა.