დმიტრი ბერეჟნოის სემინარი ვეტერინარულ კლინიკაში
14 თებერვალი 2015
15-16 თებერვალს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში ვეტერინარულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, უკრაინის კინოლოგიური კავშირის კომისიის წევრი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის დისპლაზიის დიაგნოსტიკის განხრით, მრავალი სტატიის ავტორი დმიტრი ბერეჟნოი სემინარს ჩაატარებს.
თემა: სასახსრე პათოლოგიების რენტგენო დიაგნოსტიკა
სემინარს დაესწრებიან საქართველოდან და სასომხეთიდან ჩმოსული ვეტერინარები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან აგრარული უნივერსიტეტი და საქართველოს წვრილ ცხოველთა ვეტერინართა ასოციაცია - GEOSAVA.