დნმ-ის სტრუქტურის კვლევა ატომურ ძალოვანი მიკროსკოპიით
07 აპრილი 2015
8 აპრილს 13:30 საათზე კახა ბენდუქიძისს აუნივერსიტეტო კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი ინოვაციური სამაგისტრო პროგრამის MNS ეგიდით ლოზანას (შვეიცარია) ფედერალური პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ცოცხალი მატერიის ფიზიკური პროცესების ლაბორატორიის დოქტორანტი, ალექსანდრე ჯაფარიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: დნმ-ის სტრუქტურის კვლევა ატომურ ძალოვანი მიკროსკოპიით.
ინფორმაცია ლექციის შესახებ:
მოხსენება შეეხება დნმ-ის პოლიმერულ და სტატისტიკურ თვისებებს და მათ როლს ბიოლოგიურ პროცესებში. განიხილება დნმ-ის და ცილების კომპლექსების შესწავლა ატომურ ძალოვანი მიცროსკოპიის მეშვეობით (Atomic Force Microscopy). აგრეთვე მომხსენებელი შეეხება ბაქტერიული ქრომატინის ექსპერიმენტალური გზით აგების მოდელს.