დონორი სუპერგმირების კლუბი
05 აპრილი 2026
ვეტერინარიუმი ქმნის დონორი სუპერგმირების კლუბს.
კლუბის წევრები მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას ვეტერინარიუმის ნებისმიერ სამედიცინო მომსახურებაზე მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ვეტერინარიუმის სუპერგმირების კლუბში გაწევრიანდებიან ფისოები და ძაღლები, რომლებიც თუნდაც ერთხელ გახდებიან დონორები იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სისხლის გადასხმა სჭირდებათ.
ფისოების დონორობის აუცილებელი კრიტერიუმები:
- ჯანმრთელი
- ასაკი: 1-8 წელი
- წონა: 5 კგ-ზე მეტი
- ვაქცინირებული
- რეგულარულად დამუშავებული ექტო და ენდოპარაზიტებზე
ძაღლების დონორობის აუცილებელი კრიტერიუმები:
- ჯანმრთელი
- ასაკი: 2-8 წელი
- წონა: 25 კგ-ზე მეტი
- ვაქცინირებული
- რეგულარულად დამუშავებული ექტო და ენდოპარაზიტებზე
ცხოველების პატრონებმა მოგვწერეთ კლინიკის მესენჯერში, მოვინიშნავთ მონაცემებს და როდესაც რომელიმე პაციენტისათვის სისხლის გადასხმის საჭიროება იქნება, დაგიკავშირდებით.
სისხლის დონაციის შემდეგ, ცხოველი ავტომატურად გახდება ვეტერინარიუმის დონორების კლუბის წევრი და ისარგებლებს 20%-იანი ფასდაკლებით.
ფოტოზე ლუნაა - დონორი, რომელმაც სისხლი გადაუსხა ჩვენს პაციენტ შურას, ამიტომ, გუნდის გადაწყვეტილებით, ლუნა გახდა ვეტერინარიუმის სუპერგმირების კლუბის პირველი წევრი ამიერიდან ის ვეტერინარიუმის ნებისმიერ მომსახურებაზე ისარგებლებს 20%-იანი ფასდაკლებით.
მსგავსი სიახლეები
06 აპრილი 2026
სიცოცხლისთვის საშიში ჰიპერკალემია კატაში
04 აპრილი 2026
ვეტერინარიუმის გუნდს თერაპიის მიმართულებით რიჩარდ თავდგირიძე შემოუერთდა
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026