დოქტორ როლანდ თომაშკეს საჯარო ლექცია
19 თებერვალი 2015
25 თებრვალს 16:00 საათზე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 113-ე აუდიტორიაში აგრარული უნივერსიტეტის კოგნიტიური ნეირომეცნიერებათა ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდება დოქტ. როლანდ თომაშკეს (რეგენსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია) ლექცია: "Time-based event expectancy: Theory and applications".
ლექცია შეეხება ბაზისურ კოგნიტიურ მექანიზმებს, რომლებიც საფუძვლად უდევს დროზე-დაფუძნებული მოლოდინების ფორმირებას ადამიანებში.
აგრეთვე, განხილული იქნება მონაცემები რომლებიც უკავშირდება დროზე დაფუძნებული მოლოდინების პრაქტიკულ გამოყენებას ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთქმედებისას.
ინფორმაცია დოქტ. როლანდ თომაშკეს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
დასწრება თავისუფალია.