დოქტორმა ულრიკე ლოჰვასერმა საჯარო ლექცია ჩაატარა

17 მაისი 2019

კახა ბენდუქიძის კამპუსში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "უცხოურ გენბანკებში დაცულ მცენარეთა ადგილობრივი გენეტიკური რესურსების უნიკალური ნიმუშების მოძიება, რეგენერაცია და დახასიათება" - ფარგლებში უნივერსიტეტს ეწვია დოქტორი ულრიკე ლოჰვასერი. მან ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: "Conservation of plant genetic resources at the German ex situ Genebank". თავის მოხსენებაში მან მიმოიხილა მცენარეთა გენეტიკური რესურსების მნიშვნელობა და ex situ-კონსერვაციის თანამედროვე მიდგომები გერმანიის გენბანკის მაგალითზე.
 
დოქტორი ულრიკე ლოჰვასერი არის გერმანიის გატერსლებენის მცენარეთა გენეტიკის და მარცვლოვან მცენარეთა კვლევის ინსტიტუტის (Leibniz Institut of Plant Genetics and Crop Plant Research (IPK) Gatersleben), გენბანკის დეპარტამენტის წამყვანი მეცნიერი.

მსგავსი სიახლეები