Dunkin' Donuts-ის მარკეტინგის მენეჯერი კამპუსში

18 მარტი 2015

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში პროექტის "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ფარგლებში აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა ამერიკული რესტორნის "Dunkin Donuts" ქართული ფილიალის მარკეტინგის მენეჯერი ელენე კოხრეიძე მოიწვიეს.

სტუდენტებისთვის საინტერესო თემებზე საუბრისა და გამოცდილების გაზიარების გარდა სტუმარმა აუდიტორიასთან ერთად შემდეგი თემები განიხილა:

 

  • როგორ მოხვდა "Dunkin' Donuts" ქართულ ბაზარზე;
  • კომპანიის მისია და მიზნები;
  • კონკურენტები და კონკურენტული უპირატესობა;
  • მარკეტინგული სტრატეგიები;
  • ქართული ბაზრის თავისებურებები;
  • სამომავლო გეგმები.

 

თემებმა დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში.

ლექციის ბოლოს ელენე კოხრეიძემ სტუდენტების დასაქმების პერსპექტივაზეც ისაუბრა და მათი რეზიუმეს გადაგზავნა შესთავაზა კომპანიის HR მენეჯერთან.

აქვე შედგა შეთანხმება სტუდენტების სტაჟირებაზე "Dunkin' Donuts"-ში.

შეხვედრას ორგანიზება აგრარული უნივერსტეტის ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებმა - ნათელა ფირცხალავამ თეონა აბუაშვილმა, ბონდო ასანიძემ და ოთარ აფხაზიშვილმა გაუწიეს.

პროექტს "მარკეტინგის მენეჯერები სტუმრად კამპუსში" ბიზნესის ფაკულტეტის ლექტორი მარიამ ლეჟავა ხელმძღვანელობს.

მსგავსი სიახლეები