კახა ბენდუქიძის კამპუსში მეათედ ჩატარდა კონკურსი „ედისონის ლიგა“ აბიტურიენტებისთვის
22 მარტი 2023
აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც აინტერესებთ ინჟინერია, რობოტიკა, კონსტრუირება, კომპიუტერული პროგრამირება და პროექტირება, კახა ბენდუქიძის კამპუსში მეათედ ჩატარდა კონკურსი „ედისონის ლიგა“ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ორგანიზებით.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა 3 საუკეთესო გუნდი, რომლებსაც გადაეცათ სასწავლო გრანტები საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის დასაფინანსებლად:
• I ადგილზე გავიდნენ: ბექა ქართველიშვილი, დამიანე კაპანაძე, კონსტანტინე დავითაშვილი, რომლებმაც 15 000-ლარიანი გრანტი მოიპოვეს
• II ადგილზე გავიდნენ: გიორგი კიკნაძე, ლუკა გიუნაშვილი, თორნიკე ყიფიანი, რომლებმაც 9 000-ლარიანი გრანტი მოიპოვეს
• III ადგილზე გავიდნენ: ალექსანდრე ვაჭარაძე, ლუკა ქავთარაძე, შალვა სოლოღაშვილი რომლებმაც 4 500-ლარიანი გრანტი მოიპოვეს.
მსგავსი სიახლეები
01 აპრილი 2026
საკურას ყვავილობა კახა ბენდუქიძის კამპუსში
06 მარტი 2026
კახა ბენდუქიძის კამპუსში 2025-2026 აკადემიური წლის მეექვსე გაცნობითი პროგრამა გაიმართა
12 თებერვალი 2026
კამპუსის ინტელექტუალური ჩემპიონატის რიგით მე-6 სეზონი
10 თებერვალი 2026
2025-2026 აკადემიური წლის მეხუთე გაცნობითი პროგრამა ჩატარდა
09 თებერვალი 2026