ეკონომიკური თეორია: ხელოვნება, რიტორიკა და მითი

13 ივნისი 2015

12 ივნისს ალექსანდრე რაქვიაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე - ეკონომიკური თეორია: ხელოვნება, რიტორიკა და მითი.

ალექსანდრე რაქვიაშვილი არის ეკონომისტი, საკონსულტაციო მომსახურების სფეროში მსოფლიოს მეექვსე უდიდესი კომპანიის Grant Thornton International-ის კონსულტანტი და ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

მისი ლექცია ჯერ კიდევ კახა ბენდუქიძის სიცოცხლეში დაიგეგმა და თავად ცოდნის ფონდის დამფუძნებელი იყო დაინტერესებული ალექსანდრე რაქვიაშვილის მოწვევით.

ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

მსგავსი სიახლეები