ელენე ცხვარაძე სწავლას აგრძელებს საფრანგეთში, Université Grenoble Alpes-ში
11 ნოემბერი 2025
ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ელენე ცხვარაძე სწავლას აგრძელებს სამაგისტრო პროგრამაზე საფრანგეთში, Université Grenoble Alpes-ში მიკრობიოლოგიის, ინფექციურ დაავადებების და იმუნოლოგიის მიმართულებით.
ვეტერინარიის პროგრამის დასრულების შემდეგ, ელენე მუშაობდა განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების კვლევაზე და სწორედ აქ ჩამოყალიბდა მისი ინტერესი ინფექციური დაავადებების მიმართულებით.
კვლევა გულისხმობს დაკვირვებას, თუ როგორ ახდენს ტოქსოპლაზმა მასპინძლის უჯრედებში გენის ექსპრესიის ეპიგენეტიკურ მოდულაციას სეკრეცირებული ეფექტორული ცილების საშუალებით, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ პარაზიტის გადარჩენის მექანიზმები და ქრონიკული ინფექციის ჩამოყალიბების პროცესი.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026