ელენე ლოლიაშვილი სწავლას გერმანიაში გააგრძელებს

31 აგვისტო 2018

აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ელენე ლოლიაშვილი სწავლას გერმანიაში, მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში (LMU) გააგრძელებს მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.

ელენეს ასევე შემოთავაზება ჰქონდა Friedrich Schiller University Jena-დან, თუმცა საბოლოოდ მან LMU აარჩია.

სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად დაფარავს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), რომელმაც ასევე, ელენეს ორთვიანი გერმანული ენის კურსიც დაუფინანსა Göttingen-ში.

ელენე სწავლას ოქტომბრიდან დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები