ელისაბედ წოწორია სწავლას აგრძელებს Erasmus Munsus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე
25 სექტემბერი 2025
ქიმიის პროგრამის კურსდამთავრებული ელისაბედ წოწორია სწავლას აგრძელებს Erasmus Munsus-ის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე - თანამედროვე სპექტროსკოპია ქიმიაში (EMJMD Advanced Spectroscopy in Chemistry).
პროგრამის კონსორციუმი აერთიანებს შემდეგ უნივერსიტეტებს: University of Lille (საფრანგეთი), University of Leipzig (გერმანია), University of Helsinki (ფინეთი), Alma Mater Studiorum University of Bologna (იტალია), Jagiellonian University in Krakow (პოლონეთი).
აგრარულ უნივერსიტეტში სწავლისას ელისაბედი სადიპლომო პროექტის ფარგლებში, პროფესორ რევაზ კორაშვილის კვლევით ჯგუფში მუშაობდა მეტალ-ორგანული ჩარჩოების (MOF) ნანონაწილაკების სინთეზსა და მათი თვისებების შესწავლაზე. პროექტის განმავლობაში, იგი თანამშრომლობდა რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტთან და ართვინის ჭოროხის უნივერსიტეტთან (Artvin Çoruh University), სადაც სკანირებად ელექტრონულ მიკროსკოპთან (SEM) დაკავშირებული სტაჟირება გაიარა. სწორედ აქ მიღებული გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბდა მისი საბოლოო პროფესიული ინტერესი.
