ENPARD-ის პროექტის გახსნა

31 ოქტომბერი 2015

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი ლიმერიკის უნივერსიტეტთან ერთად ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის ფარგლებში აკადემიური და კვლევითი პროექტების განხორციელებას იწყებს.

30 ოქტომბერს საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა, ევროკავშირმა, ლიმერიკის უნივერსიტეტმა (ირლანდია) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა აკადემიური და კვლევითი პროექტების დაწყება აღნიშნეს.

პროექტები დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ევროპულის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში.

აგრარულ სექტორში აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების გასაძლიერებლად ENPARD-მა დააფინანსა ორი პროექტი. თითოეულის ბიუჯეტი 350 000 ევროა და 18 თვეს გასტანს.

პროექტი, რომელსაც ახორციელებს ლიმერიკის უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან ერთად, მიმართული იქნება კანონმდებლობისა და პოლიტიკის განვითარების საქმეში სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობისკენ და სექტორის საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ცოდნის გაძლიერებისკენ.

მსგავსი სიახლეები