ერთადერთი დედამიწა

21 მარტი 2014

აგრარულ უნივერსიტეტში დაიწყო გელა თევზაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კითხვანი - „ერთადერთი დედამიწა“. ეს ლექციათა ციკლი ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული გამოჩენილი  მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის გელა თევზაძის ხსოვნას, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების განვითარებასა და წარმატებაში.
 
კითხვანის მიზანია  აგრარული და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, საზოგადოების ფართო წრეებს,  გააცნოს უახლესი მიღწევები მეცნიერების და კულტურის სხვადასხვა დარგებში.
 
ლექტორებად მოწვეული იქნებიან ჩვენი ქვეყნის და საზღვარგარეთის გამოჩენილი მეცნიერები.
 
პირველი ლექცია - ,,ბიოტექნოლოგია - XXI საუკუნეში ქვეყნის განვითარების მაგისტრალური გზა" 12 მარტს ჩაატარა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, საქართველოს აგრარული უნიევრსიტეტის, სერგი დურმიშიძის ბიოქიმიის და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.
 

ამ ლექციათა ციკლის ფარგლებში 25 მარტს ჩატარდა აკადემიკოს რისმაგ გორდეზიანის საჯარო ლექცია ბერძნული კულტურის მწვერვალები.

მსგავსი სიახლეები