ერთიანი ეროვნული გამოცდები - 2015

07 ივლისი 2015

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ტრადიციულად ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს ხვდებიან, წარმატებას უსურვებენ და კიდევ ერთხელ აცნობენ თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში ჩაბარების პირობებს.

წინა წლების მსგავსად დიდ ნაწილს საკუთარ არჩევანში "შემოხაზული აქვს" თავისუფალი ან აგრარული უნივერსიტეტები.

თავისუფალი უნივერსიტეტი დაფუძნების წლიდან პირველია რეიტინგში ჩარიცხული სტუდენტების სკალირებული ქულების მიხედვით, ხოლო აგრარული უნივერსიტეტი ცოდნის ფონდის დაქვემდებარებაში გადმოსვლის შემდეგ შემდეგ დიდ პროგრესს განიცდის და შარშანდელი მონაცემებით მეხუთე ადგილზე გავიდა.

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენლები აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს შეხვდნენ თბილისში, რუსთავში, გორში, ოზურგეთში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში.

თაისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები წარმატებას და სწორი არჩევანის გაკეთებას უსურვებს ყველა აბიტურიენტს!

მსგავსი სიახლეები