ფარდობითობის თეორია ინტერსტელარში

10 ივნისი 2015

6 ივნისს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივი ინოვაციური საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის (MNS) ფარგლებში ჩატარდა ოსკაროსანი ფილმის "ინტერსტელარის" სამეცნიერო განხილვა.

შეხვედრის პირველ ნაწილში ნაჩვენები იყო რამდენიმე კადრი ფილმიდან.
ჩვენების შემდეგ აუდიტორიას პოლონეთიდან ჩაერთო კეპლერის ინსტიტუტის ცნობილი ასტროფიზიკოსი, პროფესორი, გოგი მელიქიძე.

ლექცია, რომელიც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა 200-ზე მეტი მსმენელი დაესწრო. დაისვა უამრავი კითხვა, რომელსაც პროფესორმა ამომწურავად უპასუხა.

გარჩევის ამსახველი ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მსგავსი სიახლეები