ფისოს კიდურის პროტეზირება ჩატარდა ვეტერინარულ კლინიკაში
22 დეკემბერი 2023
ეს არის ფისო ჰაიატი. მას საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში (veterinaruli klinika)ჩაუტარდა კიდურის პროტეზირება, რაც პირველად გაკეთდა საქართველოში.
ჰაიატის ჩაუტარდა უკანა კიდურის პროტეზირება ინტრამედულარული მაბლოკირებელი ღერძით - ITAP.
ამჟამად, პაციენტი გადის რეაბილიტაციას, მაგრამ უკვე იყენებს ახალ თათს.
ოპერაცია ჩაატარა აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის პროგრამის კურსდამთავრებულმა და უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის ქირურგმა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ. დამხმარე ქირურგი იყო ასევე აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ჩიკვატია.
პროტეზი არის ანატომიური, რაც ნიშნავს რომ კონკრეტულად ამ პაციენტისთვის არის დაბეჭდილი ტიტანისგან.
პროტეზის გარე ნაწილის დამზადება უზრუნველეყო - 3D Workshop • 3D სახელოსნომ.
მსგავსი სიახლეები
03 აპრილი 2026
დიაბეტური კეტოაციდოზი კატაში
28 მარტი 2026
პირველად საქართველოში ვეტერინარიუმში დაინერგა I-Lock Interlocking Nail System
24 მარტი 2026
PCR ტესტირება ვეტერინარიუმში ფასდაკლებით
23 მარტი 2026
კუჭში უცხო სხეულის წარმატებული ენდოსკოპიური ევაკუაცია
20 მარტი 2026