ფიტოპლაზმოზი და მერქნიან მცენარეთა გამძლეობა

11 დეკემბერი 2019

რუსთაველის ფონდმა აგრარული უნივერსიტეტის მორიგი საგამომცემლო პროექტი დააფინანსა.

პროექტის სახელია: "ფიტოპლაზმოზი და მერქნიან მცენარეთა გამძლეობა“.
პროექტის ხელმძღვანელი - ნონა ჩხაიძე.
წიგნის ავტორები: ნონა ჩხაიძე, მზაღო ლობჟანიძე, კორნელი გახოკიძე.

წიგნის მიზანია მკითხველს გააცნოს საქართველოში ფიტოპლაზმური დაავადებების მიმართ ზოგიერთი მერქნიანი მცენარის (თუთა, ვაზი, სოჭი, ნაძვი) გამძლეობის, აგრეთვე დაავადების გადამტანი ორგანიზმების შესწავლის შედეგები.

წიგნში განხილულია შემდეგი საკითხები:

  • ფიტოპლაზმების ბიოლოგიიის შესწავლის თანამედროვე მდგომარეობა
  • ფიტოპლაზმური დაავადებების განვითარების ეკოლოგიური ასპექტები
  • ფიტოპლაზმების მიერ გამოწვეული პათოლოგიური (მორფოლოგიური, ციტო-ანატომიური, ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური და ბიოფიზიკური) ცვლილებები მცენარეში
  • მერქნიან მცენარეთა გამძლეობა ფიტოპლაზმური დაავადებების მიმართ
  • გადამტანი ორგანიზმები

წიგნი გათვალისწინებულია ფართო პროფილის მქონე ბიოლოგების, სტუდენტებისა და პრაქტიკოსებისათვის. ის ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევარების დაინტერესებას თანამედროვე ბიოლოგიის ერთერთი ცენტრალური, საინტერესო და პრაქტიკული მიმართულებით, რასაც ჰქვია მცენარის იმუნიტეტი და გამძლეობა, აგრეთვე ფიტოპლაზმოზების დროულ დიაგნოსტიკას და ეპიფიტოტიის აღმოფხვრას, რაც შეგვინარჩუნებს ჩვენს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას.

მსგავსი სიახლეები