ფოლკსვაგენის ფონდის პროექტის შედეგების წარდგენა

23 ოქტომბერი 2017

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა გერმანიის ფოლქსვაგენის VW-88504 სამწლიანი (01.02.2015-31.01.2018 წწ) საგრანტო პროექტის „სოფლების საერთო საძოვრების კოლექტიური გამოყენება და კონფლიქტები - პრობლემის შედარებითი კვლევები აზერბაიჯანსა და საქართველოში“ შედეგების წარდგენა (შემსრულებლები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, გერმანიის გრაიფსვალდის უნივერსიტეტი და აზერბაიჯანის სასოფლლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, პროექტის საერთო ხელმძღვანელი - პროფ. ფოლკერ ბეკმანი, საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელები - პროფ. ალექსანდრე დიდებულიძე და პროფ. თეო ურუშაძე). პროექტის ძირითადი შემსრულებლები იყვნენ უნივერსიტეტის დოქტორანტები მ.მერაბიშვილი, ზ.ბრეგვაძე და ბ.იმნაძე, რომლებიც უზრუნველყოფილნი იყნენ მაღალი სტიპენდიებით, აპარატურის შესაძენად და ხანგრძლივი საველე სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი თანხებით. შეხვედრას ესწრებოდა 40-მდე მეცნიერი, სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი, ფერმერი და სტუდენტი.

მსგავსი სიახლეები