ფოტო კონკურსი

03 დეკემბერი 2013

დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში საველე პრაქტიკაში მონაწილე FreeUni-ს და AgrUni-ს სტუდენტების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა გაიმართა. ასევე, გამოვლინდნენ რამდენიმე კატეგორიაში გამარჯვებული ფოტოების ავტორები.
ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს დირექტორი - რატი ჯაფარიძე და FreeUni-ს კანცლერი - ვატო ლეჟავა ესწრებოდნენ.
ასევე დაჯილდოვდნენ საველე პრაქტიკაში მონაწილე გამორჩეული კოორდინატორები, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცათ.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები საველე პრაქტიკის ფარგლებში, საქართველოში მდებარე ეროვნულ ნაკრძალებს და დაცულ ტერიტორიებს სტუმრობდნენ. სტუდენტთა თითოეული ნაკადი იქ 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ისინი კოორდინატორებთან ერთად სამუშაოებს ასრულებდნენ და საველე პირობებში ცხოვრებას, გუნდში მუშაობას და სირთულეების დაძლევას სწავლობდნენ.

მსგავსი სიახლეები