გაცნობითი პროგრამები ბათუმში

12 მარტი 2015

თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა 11 მარტს ბათუმში რეგიონული გაცნობითი პროგრამები ჩაატარეს.

დაინტერესებულმა აბიტურიენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია დაფინანსების სისტემების, შემეცნებითი კონკურსების, სასწავლო გარემოსა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ.

გაცნობით პროგრამებს დემოკრატული ჩართულობის ცენტრმა უმასპინძლა.

წინა დღეებში, უნივერსიტეტების წარმომადგენლები ადგილობრივ და მიმდებარე რაიონების სკოლებსაც სტუმრობდნენ.

აბიტურიენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის სასურველ კითხვებზე.

მსგავსი სიახლეები