გამაჯრვებული პროექტი - პერცეპციული და კოგნიტიური ფუნქციების განვითარება დისლექსიის მქონე ბავშვებში

20 დეკემბერი 2016

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურში გაიმარჯვა აგრარული უნივერსიტეტის პროექტმა "პერცეპციული და კოგნიტიური ფუნქციების განვითარება დისლექსიის მქონე ბავშვებში".
 
სწავლის უნარის დარღვევა ეს არის დარღვევათა ჯგუფი, რომლის დროსაც ბავშვებში ირღვევა ინფორმაციული პროცესინგის და პასუხების გენერირების ფუნქციები. დისლექსია - კითხვის უნარის დარღვევა სწავლის უნარის დარღვევათა 80%-ში გვხვდება. ამასთანვე, კითხვის უნარი მჭიდროდაა დაკავშირებული მხედველობით და კოგნიტიურ ფუნქციებთან. თუმცა, არის თუ არა დარღვეული მხედველობითი აღქმა და კოგნიტიური ფუნქციები დისლექსიის დროს დღემდე არ არის ცნობილი. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნება კავშირი პერცეპტუალურ და კოგნიტიურ ფუნქციებსა და დისლექსიას შორის. ასევე პერცეპტუალური და კოგნიტიუტი დეფიციტის გავლენა დისლექსიის განვითარებაზე. ამ მიზნით გამოყენებული იქნება სხვადასხვა პერცეპტუალური და კოგნიტიური ამოცანები. კვლევებში ჩართული იქნებიან სხვადასხვა ასაკის დისლექსიის მქონე და ტიპიურად განვითარებული ბავშვები.
 
პროექტის ხელმძღვანელი - ხათუნა ფარქოსაძე
პროექტის ბიუჯეტი - 150 000 ლარი

მსგავსი სიახლეები