გამომცემლობა Elsevier აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერების სტატიას აქვეყნებს
17 ივნისი 2015
გამომცემლობა Elsevier ჟურნალში: Materials Science and Engineering C (იმპაქტ ფაქტორი 3.076) გამოქვეყნდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტურის და კატალონიის ტექნიკური უნივერსიტეტის (ბარსელონა, ესპანეთი) თანამშრომელთა ერთობლივი სტატია: "New poly(ester urea) derived from L-leucine: electrospun scaffolds loaded with antibacterial drugs and enzymes".
სტატიის ავტორებია: ა. დიას, ლ.ჯ. დელ ვალე, დ. ტუღუში, რ. ქაცარავა, ჯ. პუიჯალი.
მეცნიერებმა ქართული მხარის მიერ სინთეზირებული ორიგინალური ამინომჟავური ბიოდეგრადირებადი პოლიესტერშარდოვანას საფუძველზე ელექტროდართვის მეთოდით ბაქტერიციდების - ქლორჰექსიდინისა და პოლიჰექსამეთილენ-ბიგუანიდინის შემცველი მიკრობოჭკოების მიიღეს.
მიკრობოჭკოებს გააჩნია ინფიცირებული ჭრილობების მკურნალობის მაღალი პოტენციალი.