გამოვლინდნენ ედისონის ლიგის გამაჯვებულები!

16 მარტი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში შემეცნებითი კონკურსის, ედისონის ლიგის ფინალი ჩატარდა და გამოვლინდა 3 გამარჯვებული გუნდი.
პირველ ადგილზე გავიდა გუნდი, რომლის ყველა მონაწილეს 5 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი გადაეცა.
გამარჯვებული მოსწავლეები არიან:
1. გიორგი იჩქიტიძე;
2. გიორგი ბასიაშვილი;
3. დაჩი მშვიდობაძე;
მეორე ადგილზე გავიდნენ:
1.ალექსანდრე ღვინერია;
2. მიხეილ შუბითიძე;
3. საბა მიქაია.
კონკურსის პირობების მიხედვით მათ 3 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ.
მესამე ადგილის მფლობელებმა კი 1500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები მიიღეს:
1. ზურა მესტიაშვილი;
2. მიხეილ პატარაია;
3. ნიკოლოზ მელაძე-ჯაიანი.
ასევე დაჯილდოვდნენ ჟიურის რჩეული გუნდის წევრებიც და გადაეცათ 5000, 3000 და 1500 ლარიანი ვაუჩერები შესაბამისად:
1.ბესარიონ უთიაშვილს;
2.ირაკლი კაპანაძეს;
3.ლაშა კვიჟინაძე.

კონკურსი ჩატარდა 3 ტურად, მონაწილეებმა შეასრულეს სხვადასხვა ტიპის დავალებები.
ვაუჩერების გამოყენება შესაძლებელია აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე და თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკისა და კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლაში სწავლის დასაფინანსებლად.

მსგავსი სიახლეები