განათლების გამოფენა - 2016

22 თებერვალი 2016

18-19 თებერვალს ექსპო-ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში განათლების საერთაშორისო, ტრადიციული გამოფენა გაიმართა, სადაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები იყო წარმოდგენილი.
 
ღონისძიების მსვლელობისას პავილიონს რამდენიმე ათასი დამთვალიერებელი ეწვია.
 
განათლების გამოფენით დაინტერესებულ აბიტურიენტებსა და სხვა სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პირადად დაესვათ შეკითხვები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სკოლებისა და ფაკულტეტების წარმომადგენლებისათვის და დაეთვალიერებინათ წარმოდგენილი სტენდები.
 
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ყველა მიმართულება.
 
შემაჯამებელ საღამოზე კამპუსის უნივერსიტეტების კუთხეს ყველაზე ინტერაქტიულის სტატუსი მიანიჭეს.

მსგავსი სიახლეები