განათლების საერთაშორისო გამოფენა

16 თებერვალი 2014

14 და 15 თებერვალს ექსპო-ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა, სადაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები იყო წარმოდგენილი. ღონისძიების მსვლელობისას პავილიონს რამდენიმე ათასი დამთვალიერებელი ეწვია. განათლების გამოფენით დაინტერესებულ აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ პირადად დაესვათ შეკითხვები თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სკოლებისა და ფაკულტეტების წარმომადგენლებისათვის და დაეთვალიერებინათ ჩვენ მიერ წარმოდგენილი სტენდები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის ყველა მიმართულება. 14 თებერვალს გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე, ჩვენმა უნივერსიტეტებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში „ყველაზე ინოვაციური და ყველაზე ინტერაქტიული" სტენდი.

მსგავსი სიახლეები